სამომხმარებლო შეთანხმება (მომსახურების წესები და პირობები)

 გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე შეთანხმების პირობებს. ვებ-გვერდის www.sportplaza.ge – ს ნებისმიერი მომსახურებით სარგებლობისას, თქვენ თანხმობას აცხადებთ ჩვენი მომსახურების პირობებზე.

სამომხმარებლო შეთანხმებაში შეიძლება შევიდეს ცვლილებები. ონლაინ შესყიდვის დროს უახლოესი ვერსიის გაცნობა თქვენი პასუხისმგებლობაა, შესაბამისად გთხოვთ პროდუქტის ყიდვამდე შეამოწმეთ მომსახურების წესების და პირობების უახლესი ვერსია

ყველა ქვემოთხსენებული პირობა არეგულირებს თქვენს მიერ ვებ-გვერდითა და ჩვენი მომსახურებით სარგებლობას.

ჩვენი მომსახურება 

www.sportplaza.ge არის ონლაინ მაღაზია, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს შეიძინოს ვებ გვერდზე წარმოდგენილი  პროდუქცია და ისარგებლოს მესამე კომპანიის შესრულებული მიწოდების სერვისით.

ონლაინ მაღაზიასთან ერთად ფუნქციონირებს რეალური მაღაზია, სადაც მომხმარებელს ადგილზე შეუძლია მოირგოს და შეიძინოს- ის ელექტრონულ საწყობში არსებული პროდუქცია.

აქედან გამომდინარე თქვენს მიერ შერჩეული პროდუქტი, რომელიც თქვენს სამომხმარებლო კალათში აღმოჩნდება, შესყიდვის ოპერაციის განხორციელებამდე არ  იქნება დაზღვეული იმ რისკისგან, რომ  ვებ გვერდზე  სხვა დარეგისტრირებული ან/და მაღაზიაში ადგილზე მისული მომხმარებელი არ დაგასწრებთ და არ შეიძენს ამავე ნივთს. ამიტომ გირჩევთ დროულად განახორციელოთ შესყიდვის ოპერაცია.

www.sportplaza.ge  არ იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ თქვენ, როგორც ვებ გვერდის მომხმარებელმა, ვერ შეიძინეთ სასურველი პროდუქტი მიუხედავად იმისა, რომ ეს პროდუქტი თქვენ შეძენის მომენტამდე,  გადახდის ოპერაციის განხორციელებამდე იხილეთ www.sportplaza.ge -ს ვებ გვერდზე ან დაარეზერვეთ ის თქვენს ელექტრონულ ჩანთაში.

იმ შემთხვევაში, თუ სისტემამ უარი გითხრათ ტრანზაქციის განხორციელებაზე და მოგაწოდათ ინფორმაცია თქვენს მიერ შერჩეული პროდუქტის არ არსებობასთან დაკავშირებით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ მიიღოთ ეს ინფორმაცია არსებული შეთანხმების შესაბამისად. 

 თქვენი  ანგარიში და  პროფილი 

www.sportplaza.ge -ს ვებ-გვერდზე ავტორიზაცია და მისი მომსახურებით სარგებლობა თქვენი ანგარიშის მეშვეობით არ არის ნებადართული ნებისმიერი სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის.

თქვენ ხართ პასუხისმგებელი მსგავსი უნებართვო სარგებლობის აღკვეთაზე. თუ სხვა თქვენს მიერ არაუფლებამოსილი პირი შევა ვებ-გვერდზე და ისარგებლებს მომსახურებით თქვენი ელექტრონული ანგარიშის მეშვეობით, ჩვენ ვივარაუდებთ, რომ ვებ-გვერდზე შეხვედით თქვენ და განვახორციელებთ საქონლის მიწოდებას ანგარიშიი მითითებულ მისამართზე.

კომპანია იხსნის პასუხიმგებლობას თქვენი ელექტრონული ანგარიშიდან განხორციელებულ ნებისმიერ ოპერაციაზე და ტრანზაქციაზე.

გთხოვთ, დაუყოვნებლოვ შეგვატყობინოთ, თუ გაიგებთ, რომ თქვენი ანგარიშის გამოყენება ხორციელდება თქვენი ნებართვის გარეშე.

 ანგარიშსწორება

www.sportplaza.ge  – ზე ანგარიშსწორება შესაძლებელია ნებისმიერი ბანკის Visa, Mastercard და American Express ბარათის მეშვეობით.

 ტრანსპორტირება

ონლაინ შეძენილი პროდუქტის მიტანა ხდება საქართველოს მაშტაბით.  შეკვეთის ჩაბარება ხდება თქვენს მიერ მითითებულ ტრანსპორტირების მისამართზე. კომპანია არ აგებს პასუხს მესამე პირის მიერ მიწოდების პირობების დარღვევაზე. ტრანსპორტირების ნებისმიერი პირობის დარღვევაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სატრანსპორტო კომპანიას.

 ტრანსპორტირების ვადა და ტარიფი.

ტრანსპორტირების ვადა და ღირებულება დამოკიდებულია მომხმარებლის მისამართზე და შეკვეთის გაკეთების დროზე.საქართველოს მაშტაბით 2–4 სამუშაო დღე, ღირებულება 11 ლარი, თბილისის მაშტაბით 1-2 სამუშაო დღე, ღირებულება 3–დან 8 ლარამდე.